logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ქორწინების საკითხის საკონსტიტუციო განსაზღვრება მნიშვნელოვანია მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის
- +

24 აგვისტო. 2016. 14:23



ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქორწინების საკითხის საკონსტიტუციო განსაზღვრება მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის.



სოზარ სუბარი მიიჩნევს, ამ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა დასრულდეს ანტიდასავლური სპეკულაციები და ქვეყანაში იყოს სიმშვიდე.



პირველ რიგში, კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით პრემიერმა განმარტა, რა საკითხში არ ვეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია 20 წელიწადზე მეტია და ამ ხნის განმავლობაში რეფერენდუმები ჩატარებულა. მათ შორის, ის, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს არის არა 235, არამედ 150 დეპუტატი, სწორედ რეფერენდუმით მიღებული დადგენილებაა. სხვა მხრივ, უბრალოდ შეუძლებელი იყო, ჩვენ არ დავთანხმებულიყავით, რადგან პროცედურების გავლა ვერ ესწრება. ამიტომ მომდევნო პარლამენტი მიუბრუნდება ამ საკითხს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



მისი თქმით, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, არასწორია.



პოლიტიკური საკითხია ყველაფერი, მაგალითად ის, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა არის აკრძალული, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ისე არ მიიღოთ, თითქოს ერთსა და იმავე დონეზე ვაყენებ ამ საკითხებს. ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ხალხი თვითონ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს კონსტიტუციის საკითხი და რა - არა. მაგალითად, ის, რაც შეერთებულ შტატებში არის კონსტიტუციის ერთ-ერთი შესწორება, რომ ამერიკის მოქალაქეს აქვს იარაღის ტარების უფლება, არ არის გათვალისწინებული არც ერთი სხვა ქვეყნის კონსტიტუციით, მაგრამ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ მათთვის ეს მნიშვნელოვანია. ქორწინების საკითხი ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორითაც ჩვენ ვაპირებთ მის კონსტიტუციაში მიღებას, ბოლო წლების განმავლობაში არის მიღებული ევროპის არაერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. მათ ჩათვალეს, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეგულაციებს, დემოკრატიის პრინციპებს. საქართველოშიც, ვფიქრობთ, რომ ამის განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი, რათა დასრულდეს სპეკულაციები და არ იყოს მუდმივი საუბრები იმ თემაზე, რომ შეიძლება, რაღაც საფრთხე დაემუქროს იმ ჩანაწერს, რომელიც ისედაც არსებობს სამოქალაქო კოდექსში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner