logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: მიუხედავად აქაური ე.წ. ტოქსიკური ოპოზიციის ყიყინისა, რომ საქართველო იზოლაციაშია, სინამდვილეში სხვა გვაჩვენა! საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!
- +

7 ოქტომბერი. 2022. 11:34

 

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრაღაში ვიზიტს ეხმიანება, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში.

 

ექსპერტის თქმით, ზოგიერთთა გულისგასახეთქად და ქვეყნის კეთილმოსურნეთა გასახარად საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ასე მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!

 

„უაღრესად წარმატებული ვიზიტი აქვს საქართველოს პრემიერს ევროპაში! პრაღაში შეკრებილი არიან ევროპის ყველა ქვეყნის პირველი პირები რუსეთისა და ბელორუსიის გარდა! აგრეთვე ის ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში! ჩვენი ქვეყნის პირველი პირი გახდა ერთ-ერთი სხდომის თანათავმჯდომარე, სადაც საფრანგეთის, ლიეტუვის, ჩეხეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების პირველ პირებთან განიხილეს ევროპის და საერთოდ კონტინენტზე შექმნილი აქტუალური საკითხები! ერთი სიტყვით, მიუხედავად აქაური ე.წ. ტოქსიკური ოპოზიციის ყიყინისა, რომ საქართველო იზოლაციაშია, სინამდვილეში სხვა გვაჩვენა! სახელდობრ ზოგიერთთა გულისგასახეთქად და ქვეყნის კეთილმოსურნეთა გასახარად! საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ასე მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!“ - წერს გვენეტაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner