logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სამიტის თემატურ დისკუსიას - „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“ ირაკლი ღარიბაშვილი თანათავმჯდომარეობს! დამეთანხმებით, ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟიცაა და დიდი პატივისცემის გამოვლინებაც
- +

7 ოქტომბერი. 2022. 11:42

 

 

„არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტი ჰქონოდა საზღვარგარეთ და წარმატებული არ ყოფილიყო. აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრზეა საუბარი, მის აღიარებაზე და პატივისცემაზე, რაც რეალურად საქართველოს აღიარებასა და პატივისცემას ნიშნავს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრაღაში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტზე.

 

ექსპერტის თქმით, დისკუსიას, სადაც ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანათავმჯდომარეობს!

 

„არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტი ჰქონოდა საზღვარგარეთ და წარმატებული არ ყოფილიყო. ცხადია, მავნებელ რადიკალებისთვის და მათი პარტიული ტელევიზიებისთვის არც მისი ქვეყნის შიგნით გაკეთებული საქმეები მოსაწონი, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე მისი გამოჩენა ხომ საერთოდ შოკში აგდებთ. იმდენად გადადიან ჭკუაზე, ამ ამბებს ან არ აშუქებენ ან ძალიან მოკლედ, წამიერად თუ გაირბენს სადმე. არადა ფაქტია, რომ აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრზეა საუბარი, მის აღიარებაზე და პატივისცემაზე, რაც რეალურად საქართველოს აღიარებასა და პატივისცემას ნიშნავს.

 

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი ესწრებოდნენ. ამ შემადგენლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამიტს საკმაოდ მაღალი დონე და მნიშვნელობა ამ პოლიტიკურმა ლიდერებმაც შესძინეს. სწორედ ამ მნიშვნელოვანი სამიტის თემატური დისკუსიის - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე - თანათავმჯდომარეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს შესთავაზეს.

 

დისკუსიას, სადაც ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანათავმჯდომარეობს! დამეთანხმებით, ეს კი ჩვენი ქვეყნის პრესტიჟიცაა და დიდი პატივისცემის გამოვლინებაც“, - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner