logo_geo
eng_logo
„გენო ადამია... იცნობდეთ გმირებს!“
- +

9 მარტი. 2016. 13:08


გთავაზობთ ჟურნალისტ თამარ მოლაშვილის facebook-პოსტს:


იცნობდეთ გმირებს!

 

გენო ადამია...

 

8 მარტს მას 80 წელი შეუსრულდებოდა...

 

შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მექანიზებული ბრიგადის მეთაური. მალევე დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გენერალმა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს.

 

1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე", - წერს თამარ მოლაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner