logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: „კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაცმოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას
- +

7 ოქტომბერი. 2022. 15:04

 

 

„კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„საქმე ერთი შეხედვით ძალიან მარტივად არის: ჩემი მოსაზრებით, ეს არის თაღლითობა, განსაკუთრებული დაფიქრებით, ბოროტებით ჩადენილი, წინასწარ განჭვრეტილი შედეგებით. ადამიანს გასტაცეს ასობით მილიონი დოლარი და ითხოვს ამ თანხების დაბრუნებას. რატომ უკვირს საზოგადოებას, რომ ივანიშვილს სურს დაიბრუნოს ასობით და ათასობით დოლარი, რომელიც მოჰპარეს და უქმნიან ყოველდღიურად უზარმაზარ პრობლემებს ამ თანხების უკან დაბრუნების საქმეში. ის იბრძვის და დარწმუნებული ვარ, ბოლო ცენტამდე დაიბრუნებს ამ თანხას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

კითხვაზე, მიანიშნებს თუ არა იმას, რომ მისი აზრით, შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, დეპუტატი ასე პასუხობს:

 

„მე არაფერს გამოვრიცხავ ამ ადამიანებისგან, ჯერ კიდევ მათი მმართველობის ბოლო წლებში იგრძნეს, რომ ივანიშვილი აპირებდა აქტიურ თანამონაწილეობას პოლიტიკაში, მაშინ იგეგმებოდა უამრავი მზაკვრული ნაბიჯი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner