logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით, რეგიონში მთავარი მოთამაშის სტატუსს საქართველო იბრუნებს, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი საყრდენი
- +

7 ოქტომბერი. 2022. 15:36

 

 

„პრაღაში მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე - თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს. პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს როლს, პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მაღალ რეიტინგს და სანდოობას, რომლითაც ის ევროპელ კოლეგებში სარგებლობს, ასევე, ხაზს უსვამს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ფუნდამენტურ როლს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სამხრეთ კავკასიაში საქართველო ლიდერი ქვეყანა იყო. დღესაც ასეა, ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით, რეგიონში მთავარი მოთამაშის სტატუსს საქართველო იბრუნებს, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. ოპოზიცია ხშირად ამბობს, რომ მალე „ოცნებას“ და პრემიერ-მინისტრს მსოფლიო იზოლაციაში მოაქცევს და ა.შ. რეალურად ჩვენ პრემიერ-მინისტრის და საქართველოს რეიტინგის ყოველდღიურ ზრდას ვხედავთ, რისი დასტურიც პრაღაში გამართული შეხვედრებია.

 

დისკუსიას მრავალი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. მსჯელობა რეგიონში და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას შეეხეო. მონაწილეებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს, მათ შორის მოლაპარაკების ახალი ფორმატი, სომხეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მონაწილეობით. მასპინძელი, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება. გასათვალისწინებელია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ თბილისში გამართეს. სასიხარულოა, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება და იმედს ვიტოვებ, ის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner