logo_geo
eng_logo
SOLO-ს მხარდაჭერით, „SITUATIONIST“ პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
- +

7 ოქტომბერი. 2022. 17:05

 

 

ქართული ბრენდი „SITUATIONIST“ პარიზის მოდის კვირეულზე SOLO-ს მხარდაჭერით წარსდგა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული ფორმატით გაიმართა.

 

„კოლექციაზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ, ხელახლა გამოგვეყენებინა ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ „SITUATIONIST“-ის ყველაზე პოპულარული სილუეტები და თავი მოვუყარეთ ჟურნალში. ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ. ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ „SITUATIONIST“-ის საფირმო ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს „SITUATIONIST“-ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე.

 

„SITUATIONIST“ პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ახალ  სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოყენება შეძლო, მათ შორის, თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც „SITUATIONIST“-ის ყველა კოლექციაში, აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც მათ ხელწერას წარმოადგენს.

 

ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

 

კოლექციის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3Eqrv0G

 

ინფორმაციისთვის, „SITUATIONIST“ მოდის სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე  პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა.

 

„SITUATIONIST“-ის  დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ ბრენდი 2015 წელს შექმნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner