ქართული ბრენდი „SITUATIONIST“ პარიზის მოდის კვირეულზე SOLO-ს მხარდაჭერით წარსდგა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული ფორმატით გაიმართა.
„კოლექციაზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ, ხელახლა გამოგვეყენებინა ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ „SITUATIONIST“-ის ყველაზე პოპულარული სილუეტები და თავი მოვუყარეთ ჟურნალში. ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ. ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ „SITUATIONIST“-ის საფირმო ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს „SITUATIONIST“-ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე.
„SITUATIONIST“ პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ახალ სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოყენება შეძლო, მათ შორის, თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც „SITUATIONIST“-ის ყველა კოლექციაში, აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც მათ ხელწერას წარმოადგენს.
ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
კოლექციის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3Eqrv0G
ინფორმაციისთვის, „SITUATIONIST“ მოდის სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა.
„SITUATIONIST“-ის დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ ბრენდი 2015 წელს შექმნეს.