logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: მელიას წინააღმდეგ ხოშტარია-კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი
- +

7 ოქტომბერი. 2022. 17:51

 

 

„ნიკა მელია პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც „ფაქტ-ჩეკის“ ე.წ. „მზომელში“ მოხვდა და თან მანიპულატორობა დააბრალეს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს და „ფაქტ-ჩეკის“ ინფორმაციას აზიარებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მანიპულირებაა ნიკა მელიას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მელიას წინააღმდეგ ხოშტარია-კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი.

 

მისივე თქმით, რაც უფრო მალე დაასრულებენ ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მით უკეთესი.

 

„ნიკა მელია პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც „ფაქტ-ჩეკის“ ეგრეთ წოდებულ „მზომელში“ მოხვდა და თან დააბრალეს მანიპულატორობა. ხოშტარია/კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი მელიას წინააღმდეგ. არა, ნიკა მელია კი არის მანიპულატორიც და ყველაფერი ცუდი, მაგრამ კარგია, რაც უფრო მალე დაასრულებენ ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მით უკეთესი“, - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner