logo_geo
eng_logo
სოფელ სასირეთის სასმელი წყალი
- +

7 ოქტომბერი. 2022. 19:50

 

 

სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალშემკრები სისტემის სამუშაოები, შემდეგ კი სანიტარული ზონა მოეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სახელშეკრულებო ღირებულება 117 689 ლარია და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს.

 

„ანალოგიური სამუშაოები უკვე განვახორციელეთ სოფელ თელიანში, გავზარდეთ წყლის დებეტი და მოსახლეობას წყლის მიწოდება გავუუმჯობესეთ. სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი სასმელი წყლით“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner