მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 25 აგვისტოს, ღამის 00:00 საათზე ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ავტობუსებით გულშემატკივრები თბილისის აეროპორტში გაემგზავრებიან და გამარჯვებულ თანაქალაქელებს - ოქროს მედლის მფლობელ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ბრინჯაოს მფლობელ გენო პეტრიაშვილს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ.
ოლიმპიელების პატივსაცემად, მერია საზეიმო კონცერტის მოწყობასაც აპირებს. კონცერტი დათო ხუჯაძისა და ჯგუფ ,,ქოლორის" მონაწილეობით გორის ცენტრალურ მოედანზე 25 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება და ფოიერვერკით დასრულდება.
გორელმა სპორტსმენებმა ლაშა შავდათუაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 7 ოლიმპიური მედლიდან 3 - ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოუტანეს.