რუსეთის პრეზიდენტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის დანაშაულებებისთვის სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას.
„პუტინი დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედია, შემდეგ დაბადების დღეს ციხეში შეხვდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა რეინსალუმ.