ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის სპეციალური ფონდის შექმნა გამოაცხადა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, აღნიშნული ფონდი „უკრაინას საშუალებას მისცემს, პირდაპირ ჩვენი მწარმოებლებისგან შეიძინოს აღჭურვილობა, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება“.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დასაწყისისთვის ფონდის მიზნებისათვის 100 მილიონი ევრო გამოიყოფა.