logo_geo
eng_logo
ზელენსკი: თუ რუსეთი უკრაინის განადგურებას მოახერხებს, ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება
- +

8 ოქტომბერი. 2022. 01:04

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უკრაინის განადგურებას მოახერხებს, ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება.

 

„ომი გამარჯვებით დასრულდება. ეჭვი არ მეპარება. ჩვენი გამარჯვებით. მესმის, რომ რთულია და არც ისე იოლი. არავინ იცის ეს ხვალ მოხდება თუ ზეგ, არავინ იცის დღე და თვე, მაგრამ მე მჯერა ამ გამარჯვების.

 

ან უკრაინის გამარჯვება, ან მთელი მსოფლიოს წაგება. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის განადგურების საშუალება თუ მიეცემათ, თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს დიდი მსოფლიო ტრაგედიის დასაწყისი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება, რადგან ჩვენ ვიცით მსოფლიოში ავტოკრატიები, რომლებიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ასე შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საშინელი ნიშანი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner