„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში ერთ-ერთ მასობრივ საფლავში 180 ცხედარი აღმოაჩინეს“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ევგენი ჟუკოვმა განაცხადა.
საფლავში დაკრძალულთა შორის 3 წლამდე ბავშვებიც იყვნენ.
„დონეცკის ოლქში, გათავისუფლებულ ლიმანში აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, რომელშიც 180 ადამიანი იყო დაკრძალული.
საფლავებში 2019-2021 წლებში დაბადებული ბავშვებიც არიან დაკრძალული“, - განაცხადა ჟუკოვმა.