logo_geo
eng_logo
ლიმანში ერთ-ერთ მასობრივ საფლავში 180 ცხედარი აღმოაჩინეს
- +

8 ოქტომბერი. 2022. 01:30

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში ერთ-ერთ მასობრივ საფლავში 180 ცხედარი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ევგენი ჟუკოვმა განაცხადა.

 

საფლავში დაკრძალულთა შორის 3 წლამდე ბავშვებიც იყვნენ.

 

„დონეცკის ოლქში, გათავისუფლებულ ლიმანში აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, რომელშიც 180 ადამიანი იყო დაკრძალული.

 

საფლავებში 2019-2021 წლებში დაბადებული ბავშვებიც არიან დაკრძალული“, - განაცხადა ჟუკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner