ამერიკელი მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინის ომის პრობლემის „მოგვარების“ შემდეგ, ტაივანის საკითზე Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ტაივანი ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონად უნდა იქცეს.
„ტაივანს უნდა მისცენ სპეციალური ადმინისტრაციული ზონის სტატუსი, რაც მეტ-ნაკლებად მისაღებია, თუმცა ალბათ ყველა არ დამეთანხმება. ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ უფრო ხელსაყრელი შეთანხმების დადება. სხვა შემთხვევაში ტაივანის გამო კონფლიქტი გარდაუვალია და მსოფლიოს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. გლობალური ეკონომიკის ზარალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 30% იქნება“, - განაცხადა მასკმა.