logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
- +

24 აგვისტო. 2016. 15:10



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.


 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ათეულობით ადამიანი დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.



იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner