საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ათეულობით ადამიანი დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.