logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი.: ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს არ აშუქებენ, ვითომც არაფერი!
- +

8 ოქტომბერი. 2022. 01:59

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს არ აშუქებენ, ვითომც არაფერი!

 

თუ არ ვცდები, ,,ჭუტლექსვიზიაში'' თქვეს: კი, პრაღაში სამიტი იმართება, ეს ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაგრად გაკიცხესო.

 

ნუ, ახლა, რაზე გაჰკიცხავდნენ, ხომ იცით? მისულა ეს შარლ მიშელი და დაუწყია ხელების პარჭყვა - ბიჭო, შენ გვარამია და სააკაშვილი ისევ ციხეში გისხედანო?

 

ირაკლის უთქვამს, ჰო, რა იყო, შენ რა გული გეწვებაო?

 

არა, გული არ მეწვება, უბრალოდ უხერხულია, ევროპაში ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდესო.

 

ირაკლის უთქვამს, თავს ძაან ნუ გამაიდებ, კანონის წინაშე პასუხი ყველამ ერთნაირად უნდა აგოსო!

 

აქ მაკრონი გაქაჩულა, კანონის წინაშე პასუხი ყველამ კი უნდა აგოს, მაგრამ ხანდახან კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ ხოლმე, ძმაოვო.

 

ირაკლის უთქვამს, შენა, ბიჭო, ხომ არ გინდა, ყვითელჟილეტიანები აგიშალოვო?

 

მაკრონი ეგრევე გაჩუმებულა - ჰო, კაი, სამარე ვარ, გეპოლიტიკურად შორს მყოფი სახელმწიფოების საქმეებში არ ვერევიო.

 

ილჰამ ალიევს გამოუცხადებია, გარეჯი საქართველოა, ვინც ქართველებს აწყენინებს, ყველა ჩემი მტერი იქნებაო.

 

პაშინიანს ჩაულაპარაკნია, მიდი, ირაკლი, შენ მხარეზე ვარ, ოღონდ ახლა ვერაფერს ვიტყვი, ალიევისა მეშინიაო.

 

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ფოტოებზე კი ხედავთ, როგორ კიცხავენ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

გაკიცხვა და ყურის აწევა არ აკმარეს, ადგნენ და სამიტზე თანათავმჯდომარედ დაასახელეს, აეგრე უნდა დაგსაჯოთ, დაჯექი ახლა და ფურცლე ქაღალდები, შენ მეტის ღირსი არა ხარო!

 

ხუმრობა იქით იყოს!

 

ეს არი დამოუკიდებელი, თავისუფალი და კრიტიკული მედია, თქვე ჩემის ათას ცხრაას თვრამეტიანებო?!

 

იასკო ჩართეთ, იასკო, ქართველ ხალხს აინტერესებს, მიხამ როდის უქნა და სად უქნა!

 

ჭიჭეც ჩართეთ, აღმაშენებლის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს!

 

იოსებ თოფურიძე არ დაგავიწყდეთ... იოსებ გოგაშვილიც გელოდებათ, წერილი გამოუგზავნია, ძაან მკაცრად უნდა წაიკითხოთ!

 

დაგიფსათ დეპუტატმა მაჭუტაძემ სარედაქციო პოლიტიკასა და თავისუფლებაზე!

 

ავოიეეეეეე!!! - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner