logo_geo
eng_logo
ქეთი კოვზიაშვილი: 8 ოქტომბერი - დღე, რომელმაც შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება
- +

8 ოქტომბერი. 2022. 02:17

 

 

სოციალურ ქსელში შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი წერს:

 

ერთი წელი ბათუმის ტრაგედიიდან - 2021 წლის 8 ოქტომბერი ზუსტად  29 საათს გაგრძელდა და არასდროს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან.

 

გახევებული და ემოციებისგან სრულიად ცარიელი ვიყავი მთელი ეს დრო.

 

ვუყურებდი მაშველების გაუჩერებელ შრომას, გარშემო უამრავ გულგაგლეჯილ ადამიანს, ვუსმენდი ხან საშინელ ხმებს და ხან კიდევ სიჩუმეში ვეძებდი სიცოცხლის ხმას.

 

29 საათი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ყველა იბრძოდა.

 

ყველა მის საქმეს აკეთებდა, ვისაც რა და ვისაც როგორ შეგვეძლო.

 

ადგილზე იყო მთავრობის მეთაური, 29 საათი ბიჭების გვერდით იდგა და სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემთხვევის ადგილზე იყო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, სრულიად მედია, რიგითი მოქალაქეები, ექიმები...ამ დღეს საოცარი ერთობა ვაჩვენეთ ყველამ.

 

8 ოქტომბერი - დღე, რომელმაც შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება“, - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner