logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ბუნებრივ აირზე ზედა ზღვრის დაწესების საკითხზე პროგრესი იქნა მიღწეული
- +

8 ოქტომბერი. 2022. 02:23

 

 

 

„ბუნებრივ აირზე ზედა ზღვრის დაწესების საკითხზე პროგრესი იქნა მიღწეული“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პრაღაში გამართულ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე სწორედ ბუნებრივ აირზე ფასები და უკრაინის დახმარების საკითხები განიხილებოდა.

 

ფონ დერ ლაიენის თქმით, სხდომაზე ასევე “გაგრძელდა დებატები საშუალებებზე, რომლითაც შეიძლება უკრაინის დახმარება”. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭირო იქნება უკრაინისთვის აღმშენებლობაში დახმარება.

 

„რაც უკვე ნათელია, ის არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება დაფინანსების ახალი წყაროების გარკვევა, ვინაიდან საჭირო იქნება კოლოსალური თანხა. ჩვენ სტრუქტურირებული მიდგომის ჩამოყალიბება მოგვიწევს, რათა უზრუნველვყოთ დაფინანსების პროგნოზირებადობა, გამჭვირვალობა იმისა, თუ როგორ განხორციელდება ეს, და რა თქმა უნდა, უკრაინის დაფინანსების სიმყარე”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner