ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის კიდევ ორი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც მაკროფინანსური დახმარების ნაწილი იქნება, რაზეც ჯერ კიდევ ივნისში იყო შეთანხმება მიღწეული. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ომის დაწყებიდან ჩვენ უკრაინას 19 მილიარდი ევროს დახმარება გავუწიეთ, თუკი არ ჩავთვლით სამხედრო მხარდაჭერას. ამაში შედის კიდევ ორ მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომელიც გამოიყოფა უახლოეს დღეებში", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.