logo_geo
eng_logo
გერმანიაში 800 მილიონამდე ნიღაბს გაანადგურებენ, რომლებიც პანდემიის პირველ თვეებში შეიძინეს
- +

8 ოქტომბერი. 2022. 02:40

 

 

 

გერმანია აპირებს დაწვას, თითქმის, 800 მილიონი ერთეული გამოუყენებელი დამცავი ნიღაბი, რომლებიც პანდემიის პირველ თვეებში შეიძინეს. ნიღბებს გამოყენების ვადა ამოეწურა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, დაახლოებით, 730 მილიონი ქირურგიული და 60 მილიონი ვადაგასული FFP-2 სამედიცინო დამცავი ნიღბის თერმული განადგურებისთვის.

 

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის მარტიდან შეძენილი ნიღბების დაახლოებით 20%-ს აქვს ხარისხის დეფექტები.

 

გამოცემა Spiegel-ის ცნობით, გერმანიამ პანდემიის დასაწყისში 6 მილიარდი ევრო დახარჯა დამცავ აღჭურვილობაზე.

 

გერმანიაში ახალი ზომები 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მატარებლებში და საქალაქთაშორისო ავტობუსებში ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბების ნაცვლად, ახლა აუცილებელია FFP2 რესპირატორების ტარება.

 

გარდა ამისა, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, FFP2 რესპირატორების ტარება ქვეყანაში აუცილებელია კლინიკებში, მოხუცთა სახლებში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტისას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner