logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას
- +

8 ოქტომბერი. 2022. 02:49

 

 

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას. ამის შესახებ მან პრაღაში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

„ჩვენ ერთობის ძლიერი სიგნალი გვჭირდება. ამიტომ ევროპარლამენტმა მოუწოდა მთელი ევროკავშირის ფარგლებში ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებისკენ”, - აღნიშნა მეცოლამ.

 

მისი თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის უფრო მოწესრიგებული თანამშრომლობა არის საჭირო ბუნებრივი აირის გრძელვადიან ფასებზე.

 

„გაზაფხულისთვის ბუნებრივი აირის ჩვენს საცავებს შევსება დასჭირდება და ჩვენ ბუნებრივი აირის გონივრულ ფასად სანდო პარტნიორებისგან შეძენის საშუალება უნდა გვქონდეს”, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner