„ვერც რუსულმა, ვერც ბელარუსულმა ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს ამ ომისთვის წინააღმდეგობის ორგანიზება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
„ნობელის კომიტეტს სიტყვა “მშვიდობის” აშკარად საინტერესო გაგება აქვს, თუ ნობელის პრემიას ერთად იღებენ ორი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც თავს დაესხნენ მესამეს… ნობელი წელს უბრალოდ “სუპერია”, - ირონიულად აღნიშნა პოდოლიაკმა.
ინფორმაციისთვის, წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა უკრაინულ ორგანიზაციას “სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრი”, რუსულ უფლებადამცველ ცენტრს “მემორიალი” და ბელარუსული უფლებადამცველი ცენტრის “ვიასნა” ხელმძღვანელს ალეს ბელიაცკის.