logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის მინიჭებას აკრიტიკებს
- +

8 ოქტომბერი. 2022. 02:55

 

 

„ვერც რუსულმა, ვერც ბელარუსულმა ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს ამ ომისთვის წინააღმდეგობის ორგანიზება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

 

„ნობელის კომიტეტს სიტყვა “მშვიდობის” აშკარად საინტერესო გაგება აქვს, თუ ნობელის პრემიას ერთად იღებენ ორი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც თავს დაესხნენ მესამეს… ნობელი წელს უბრალოდ “სუპერია”, - ირონიულად აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

ინფორმაციისთვის, წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა უკრაინულ ორგანიზაციას “სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრი”, რუსულ უფლებადამცველ ცენტრს “მემორიალი” და ბელარუსული უფლებადამცველი ცენტრის “ვიასნა” ხელმძღვანელს ალეს ბელიაცკის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner