logo_geo
eng_logo
ყირიმის ხიდზე ხანძარია
- +

8 ოქტომბერი. 2022. 09:57

 

 

ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწვავის ავზს გაუჩნდა.

 

სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ვრცელდება ცნობა, რომ ხიდზე გადაადგილება შეჩერებულია.

 

რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად, მატარებელი ქერჩის სადგურიდან გაყვანილია და მიმდინარეობს საავარიო სამუშაოები.

 

ყირიმის ხიდი ვლადიმირ პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა. ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner