logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა
- +

24 აგვისტო. 2016. 15:53



უკრაინის თავდაცვის მინისტრის სტეპან პოლტორაკას და რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედროს წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


როგორც რუსული მედია  იუწყება,  პოლტორაკას გარდა სიაში მოხვდნენ: უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო, სახმელეთო ძალების სარდალი სერგეი პოპკო და ეროვნული გვარდიის სარდალი იური ალეროვი.


ამ პირებს მოსკოვი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვებში, ასევე მძიმე შეიარაღების გამოყენებაში ადანაშაულებს.


უკრაინის პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს წინააღმდეგ ასევე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner