6-7 ოქტომბერს, ქუთაისში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture-ის ორგანიზებით, მე-2 რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა, თანამშრომლობის გაღრმავებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) 14 ქალაქს შორის, რომლებმაც, კულტურის განვითარების სტრატეგიები მოამზადეს. კონფერენციაში მონაწილე ქალაქებს შორის იქვნენ ქალაქები: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.
ღონისძიების მთავარი ფოკუსი „EU4Culture-ს ქალაქების ქსელში“ გაწევრიანებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობა და მათ მიერ შემდგომი ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელება იყო. კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროექტის მონაწილე ქალაქების მერები, პარტნიორები, საერთაშორისო ექსპერტები და სხვა წარმომადგენლები.
კონფერენციის სესიებისა და პანელური დისკუსიების დროს, ხაზი გაესვა ქალაქებისთვის რეგიონული კულტურული თანამშრომლობის უპირატესობებს. სესიები ასევე დაეხმარა ქალაქებს გამოევლინათ საერთო ინტერესის სფეროები და დაეგეგმათ სამომავლო ერთობლივი აქტივობები. კონფერენციაზე EU4Culture-ის გამარჯვებულმა ქალაქებმა თავიანთი სტრატეგიები წარმოადგინეს. საქართველოდან სტრატეგია წარმოადგინა ზუგდიდმა, რომელმაც ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსება მიიღო აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად.
“EU4Culture Cities Network” არის უნიკალური თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ქალაქებს საშუალებას აძლევს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, მოიფიქრონ ახალი იდეები, რაც საშუალებას მისცემს მათ დაგეგმონ ერთობლივი კულტურული პარტნიორობის პროექტები. ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურის სფეროში გამოცდილების გაცვლა-გაზიარებას, რადგან ეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი შესაძლებლობები რათა გამოვავლინოთ შემოქმედებითობის ძალა და შევცვალოთ მომავალი,“ – აღნიშნა კრისტოფ მასონმა, გუნდის ლიდერი ინკლუზიური საზოგადოება, სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR), ევროკომისია.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.