logo_geo
eng_logo
რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის ნაწილი აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა
- +

8 ოქტომბერი. 2022. 11:19

 

 

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე ხანძარი სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შემდეგ ცეცხლი სარკინიგზო შემადგენლობაზე მიმაგრებულ საწვავის ავზებს გაუჩნდა.

 

როგორც ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა გემების მიმოსვლისთვის განკუთვნილი თაღი არ დაზიანებულა.

 

ამ დროისთვის, ყირიმის ხიდზე მოძრაობა სრულად ჩაკეტილია.

 

რუსეთში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გასცა ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის განკარგულება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner