დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რიგგარეშე ანგარიშით საკრებულოს წინაშე პარასკევს, 26 აგვისტოს წარსდგება.
თბილისის მერიაში ამ წუთებში დაინტერესებულ მხარეებთან - ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ დღეს წერილით მიმართა თბილისის საკრებულოს, რომ 26 აგვისტოს წარსდგება საკრებულოს დეპუტატების წინაშე.
ნარმანიამ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ შეხვედრის მონაწილეებისაგან მოისმენს შენიშვნებსა და წინადადებებს და დღეს განხილულ საკითხებზე იგი საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებს.