logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ამ სასჯელს სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებდა!
- +

8 ოქტომბერი. 2022. 16:47

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყველაზე სასტიკი შურისგება!

 

სააკაშვილის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყველაფერი, რაც სააკაშვილს აწუხებს - მაღალი ტემპერატურა, წნევა, ხერხემლის პრობლემა - მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, ნერვული აშლილობით არის გამოწვეული. ასეთი ყოფილა ამერიკელი ექიმების დასკვნა.

 

უკეთ რომ ვთქვათ, სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ პატიმრობის გამო ფსიქოლოგიურად ჩაისვარა, მორალურად გატყდა, სიგიჟემდე მივიდა (მთლად დალაგებული, არ გესწავლებათ, მანამდეც როდი იყო.)

 

ჰოდა, ახლა ერთ რამეს ვფიქრობ: ირინა ენუქიძემ, სანდრომ, ბუტამ, ზურა ვაზაგაშვილმა, გიო გამცემლიძემ, სერგო თეთრაძემ, როინ შავაძემ, გია კრიალაშვილმა, დათო ცინდელიანმა, პაატა ქარდავამ, სულხან მოლაშვილმა, გურამ შარაძემ... იმქვეყნიდან სააკაშვილს ყველაზე სასტიკი შურისძიება მოუვლინეს - ჭკუიდან გადაიყვანეს! შეშალეს! გაარეკინეს! გააფრენინეს!

 

ამ სასჯელს სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებდა“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner