logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ლევან თედიაშვილზე: მას სახელმწიფო და ფონდი „ქართუ“ ეხმარება, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე
- +

8 ოქტომბერი. 2022. 17:47

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული.

 

კახა კალაძის თქმით, ბატონ ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან - ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა.

 

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბატონ ლევანს ფინანსურად ეხმარება. ზუსტი თანხა ზუსტად არ ვიცი, მგონი, ეს არის 1 500 ლარი ყოველთვიურად. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს 2 000 ლარის ოდენობის ყოველთვიური დაფინანსება.

 

თუ რაიმე დამატებით არის საჭირო, პირადად მე მზად ვარ, ხელი შევუწყო, გვერდში დავუდგე ამ ადამიანს. ასევე, მზადყოფნაშია თბილისის მუნიციპალიტეტიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner