logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ამ ხალხმა ან ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ფულს არათუ არ შოულობს, არამედ რაც აქვს, მთლიანად აქ ხარჯავს
- +

8 ოქტომბერი. 2022. 18:11

 

 

„უკიდეგანო სიდებილეში გადადის „ნაცმოძრაობის“ ტელკლოაკების მავნებლობა. ამ ხალხმა ან ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ფულს არათუ არ შოულობს, არამედ რაც აქვს, მთლიანად აქ ხარჯავს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფონდ „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ფარული  გარიგებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

 

გვიდიანის თქმით, არაფერი აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს ისე, როგორც ამ უნიჭო ტყუილების შექმნა და მერე ამ სისულელეების მხილება.

 

„უკვე უკიდეგანო სიდებილეში გადადის „ნაცმოძრაობის“ ტელკლოაკების მავნებლობა. ამ ხალხმა ან ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ფულს არათუ არ შოულობს, არამედ რაც აქვს, მთლიანად აქ ხარჯავს. კლასიკური სიშტერის სინდრომი სჭირთ, ვერასდროს სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც თავიანთ ფეიქ-ნიუსზე წაიმტვრიეს ცხვირი. მაგრამ, ხომ არ გგონიათ, რომ ოდესმე დაასრულებენ ამ ცირკს - არა! პირიქით, ხვალ კიდევ გამოვლენ და კიდევ მოიგონებენ ათასგვარ სიგიჟეს. კიდევ მოიტყუებიან იმ იმედით, რომ ამჯერად გაუვათ ტყუილი და ცილისწამება. ასე გააგრძელეთ, არაფერი აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს ისე, როგორც ამ უნიჭო ტყუილების შექმნა და მერე ამ სისულელეების მხილება“, - წერს ანდრია გვიდიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner