logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: კორონაცების შტამმა „კრიტიკულმა მედიამ“ დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება და ცდილობენ გაავრცელონ თავიანთი ვირუსული დაავადება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათ ფეიკებზე და შტამი „კრიტიკული მედიის ბოღმა“ აღარ მოქმედებს
- +

8 ოქტომბერი. 2022. 19:17

 

 

„კორონაცების შტამმა „კრიტიკულმა მედიამ“დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება და როგორც ამ შტამს ახასიათებს ფაქტობრივად მკურნალობას არ ექვემდებარება“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფონდი „ქართუს“ მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ფარული  გარიგებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

 

მისი თქმით, ისინი ცდილობენ დააზიანონ ჯანსაღი ორგანიზმი და გაავრცელონ თავიანთი ვირუსული დაავადება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათს ფეიკებზე და შტამი „კრიტიკული მედიის ბოღმა“ აღარ მოქმედებს.

 

„ამონარიდები ფონდ „ქართუს“ განცხადებიდან - ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ვითომდა ფარული და საეჭვო გარიგებების თაობაზე. არსებობს ძალზე პერსპექტიული ანტივირუსული მცენარეული პრეპარატი, რომლის ავტორია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე თავართქილაძე. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატი „სულაჟერი“ მაღალეფექტურია როგორც საკუთრივ კოვიდ19ის, ისე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში. ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, რომელთა მიზანია აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოო დადგენა, მასიურ წარმოებაში გაშვება და მომხმარებლამდე მიტანა.

 

კორონაცების შტამმა „კრიტიკულმა მედიამ“ დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება და როგორც ამ შტამს ახასიათებს ფაქტობრივად მკურნალობას არ ექვემდებარება. ისინი ცდილობენ დააზიანონ ჯანსაღი ორგანიზმი და გაავრცელონ თავიანთი ვირუსული დაავადება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათს ფეიკებზე და შტამი „კრიტიკული მედიის ბოღმა“ აღარ მოქმედებს“, - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner