მიანმარში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 84 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში იგრძნობოდა.
ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშვებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.