logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რაც მეტს გააგრძელებს „ქართუ“ კარგი საქმეების კეთებას, მით უფრო დაიბოღმებიან და გულზე გასკდებიან გულზე მავნებელი რადიკალები
- +

8 ოქტომბერი. 2022. 19:30

 

 

„არ გამკვირვებია, ფონდ „ქართუზე“ რადიკალებისა და მათი მატყუარა ტელევიზიების მხრიდან შეტევის მცდელობა რომ ხდება. ერთია დეზინფორმაცია და უაზრო პანიკა და მეორე ნებისმიერ თემაზე ბნელი სურათის დახატვა“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც ფონდ „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ფარული  გარიგებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

 

მისი თქმით ის, რაც კანონიერია, ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლოა, ცხადია მავნებლებისთვის მიუღებელია.

 

„თითქოს არ გამკვირვებია, ფონდ „ქართუზე“ რადიკალებისა და მათი მატყუარა ტელევიზიების მხრიდან შეტევის მცდელობა რომ ხდება. ერთია დეზინფორმაცია და უაზრო პანიკა და მეორე ნებისმიერ თემაზე ბნელი სურათის დახატვა. ის, რაც კანონიერია, ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლოა ცხადია მავნებლებისთვის მიუღებელია. რაც მეტს გააგრძელებს „ქართუ“ კარგი საქმეების კეთებას, მით უფრო დაიბოღმებიან და გულზე გასკდებიან მავნებელი რადიკალები“, - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner