logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ღრმად პატივცემულ და მოხუცებულ ევროპას: გიჯობთ, კიკუ ვაშაძე დაპატიჟეთ რუსული საფრთხის განეიტრალების 100-წლიანი გეგმით
- +

8 ოქტომბერი. 2022. 19:47

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

 

„ეჰ, ჩემო ღრმად პატივცემულო, მოხუცებულო ევროპავ! უსაფრთხოებას ორგანიზაციის შექმნა რომ უზრუნველყოფდეს, აგერ - ეუთო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო... გიჯობთ, კიკუ ვაშაძე დაპატიჟეთ რუსული საფრთხის განეიტრალების 100-წლიანი გეგმით - 10 „ჰაიმარსით“, 30 „აბრაჰამსით“, 10 „პეტრიოტით“. ვაშა!“ - წერს გოგა ხაინდრავა.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,ჯოზეფ ბორელმა, პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის  პირველი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნება“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner