logo_geo
eng_logo
საჩხერე-ჭიათურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები
- +

8 ოქტომბერი. 2022. 20:42

 

 

საჩხერე-ჭიათურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსი ამოტრიალდა.

 

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner