საქართველოს ფუტსალი ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი წარმატებულად დაიწყო.
ქართველმა ფეხბურთელებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს დანიის წინააღმდეგ გამართავს.
გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჯგუფში პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.