BBC- ის ცნობით, სირიის საზღვარი თურქულმა ტანკებმა გადაკვეთეს. ტელეკომპანიის ცნობით, თურქული სატანკო შენაერთები სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ ჯარაბლუსის რაიონში გადავიდნენ, სადაც დღეს თურქეთმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
სააგენტო „ანადოლუს" ცნობით, ოპერაციაში სახელწოდებით „ევფრატის ფარი" 20-მდე თურქული ტანკი მონაწილეობს.
ჯარაბლუსი თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრში მდებარეობს.
„ისლამური სახელმწიფო" ქალაქს 2013 წლიდან აკონტროლებს.