logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: 2023 წლიდან ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება 50 მილიონ ლარამდე იზრდება
- +

8 ოქტომბერი. 2022. 23:17

 

 

„დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, ანუ ღირებულების ზედა ზღვარი ამ წამლებზეც დაწესდება“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდება და დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გახდება.

 

„შესაბამისად, იმ 24 მილიონით, რა თანხითაც ახლა ფინანსდება, გაცილებით მეტ მედიკამენტს მოვიცავთ. ამასთან, მომდევნო წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ბიუჯეტიც გაორმაგდება და 50 მილიონ ლარამდე იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის, მეტი დასახელების მედიკამენტი გახდება ხელმისაწვდომი, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მათ კმაყოფილებაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner