logo_geo
eng_logo
ჟდანოვი: ყირიმის ხიდს უკრაინამ რაკეტებით დაარტყა, რუსეთი სატვირთო მანქანაზე ზღაპრებს იგონებს
- +

9 ოქტომბერი. 2022. 00:47

 

 

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა.

 

მისივე თქმით, რუსეთი ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ჩნდება კითხვა, ვინ ააფეთქა რკინიგზის მატარებელი საწვავით - თვითმკვლელი მართავდა და ფანჯრიდან ყუმბარებს ისროდა? ეს სისულელეა! რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაზე წარმოუდგენელ ზღაპრებს მოგიყვებათ მოსკოვი უბრალოდ არ აღიარებს, რომ უკრაინამ ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რადგან ამ აღიარებით ბევრი კითხვა გაჩნდება, მაგალითად, სად იყო ამაყი რუსული საჰაერო თავდაცვა?

 

ყირიმის ხიდი აფეთქდა რაკეტით, რომელმაც იმავდროულად „გამარჯობა“ უთხრა რუსულ S-400-ებს და ხიდის დაცვისა ყველა სხვა მეთოდს. თავად დაფიქრდით, რა დიდი იმიჯის დაკარგვაა ეს რუსეთისთვის“, - განაცხადა ჟდანოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner