logo_geo
eng_logo
უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის პროექტის სპიკერი - ტყვედ ჩაბარებასთან დაკავშირებით რუსი სამხედროებისგან მომართვის რაოდენობა გაიზარდა
- +

9 ოქტომბერი. 2022. 02:07

 

 

„ტყვედ ჩაბარებასთან დაკავშირებით რუსი სამხედროებისგან მომართვის რაოდენობა გაიზარდა“, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის პროექტის “სიცოცხლე მინდა” სპიკერი ვიტალი მატვიენკო ავრცელებს.

 

„ზარების რაოდენობის ზრდის ტენდენციაა. დღეის მდგომარეობით 2 500 მომართვაზე მეტია. პროექტი 18 სექტემბერს დაიწყო. ჩვენ გვირეკავენ სამხედრო მოსამსახურეები, პოტენციურად მობილიზებულები, ასევე მათი ოჯახები, ანუ სრულიად განსხვავებული ზარებია”, - აღნიშნა მატვიენკომ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა მიიღოს ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ნებაყოფლობით სურს ტყვედ ჩაბარება.

 

„უკრაინა დაუყოვნებლივ ასრულებს ჟენევის ყველა კონვენციას, რომელიც ომის ტყვეებს ეხება. კერძოდ: ისინი იღებენ სამჯერად კვებას, სამედიცინო დახმარებას, ნათესავებთან და ახლობლებთან რეგულარულ ზარებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იურიდიულ დახმარებას. თუ საჭიროა, ასევე ტანსაცმელს ვაძლევთ და მუშაობაც შეუძლიათ”, - განაცხადა მატვიენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner