„ტყვედ ჩაბარებასთან დაკავშირებით რუსი სამხედროებისგან მომართვის რაოდენობა გაიზარდა“, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის პროექტის “სიცოცხლე მინდა” სპიკერი ვიტალი მატვიენკო ავრცელებს.
„ზარების რაოდენობის ზრდის ტენდენციაა. დღეის მდგომარეობით 2 500 მომართვაზე მეტია. პროექტი 18 სექტემბერს დაიწყო. ჩვენ გვირეკავენ სამხედრო მოსამსახურეები, პოტენციურად მობილიზებულები, ასევე მათი ოჯახები, ანუ სრულიად განსხვავებული ზარებია”, - აღნიშნა მატვიენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა მიიღოს ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ნებაყოფლობით სურს ტყვედ ჩაბარება.
„უკრაინა დაუყოვნებლივ ასრულებს ჟენევის ყველა კონვენციას, რომელიც ომის ტყვეებს ეხება. კერძოდ: ისინი იღებენ სამჯერად კვებას, სამედიცინო დახმარებას, ნათესავებთან და ახლობლებთან რეგულარულ ზარებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იურიდიულ დახმარებას. თუ საჭიროა, ასევე ტანსაცმელს ვაძლევთ და მუშაობაც შეუძლიათ”, - განაცხადა მატვიენკომ.