მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევკაში, რუსულ ბლოკ-საგუშაგოზე საევაკუაციო რიგში დაახლოებით 6 000 მანქანა დგას, ოკუპანტებმა კი უქმეების შესახებ გამოაცხადეს და ავტომობილებს არ უშვებენ.
„ვასილევკაში - ეს ეს ერთადერთი ქალაქია, რომელიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიასთან აკავშირებდა, დღისთვის 6 000 მანქანა იყო. მათ დაახლოებით 100 მანქანა გაატარეს ბოლო ბლოკ-საგუშაგომდე, მაგრამ იქიდან გამოაბრუნეს და თქვეს, რომ შაბათი და კვირა უქმეებია”, - განაცხადა ფედოროვმა.
მისი თქმით, ხალხი მანქანებში უკვე 10 დღეა ცხოვრობს.