logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არც შეურაცხყოფის უპასუხოდ დატოვებას ვაპირებთ!
- +

9 ოქტომბერი. 2022. 02:30

 

 

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ჯარისა და პოლიციის შემდგომ ცილისმწამებლური კამპანიის შემდგომი სერია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიეძღვნა.

 

ტვ პირველმა მოგვმართა, რომ ამზადებდნენ სიუჟეტს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით და უნდოდათ ინტერვიუს ჩაწერა. პასუხების არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან არიდების მიზნით ვთხოვეთ, რომ მოეწოდებინათ კითხვები წერილობითი ფორმით და ჩვენ ვუპასუხებდით. გავუგზავნეთ პასუხი, რომელსაც ჟურნალისტმა გადაცემის მიმდინარეობისას  უწოდა “ფაქტობრივად უშინაარსო და არაფრის მთქმელი პასუხი”. ზედმეტ პატივისცემას არავისგან ვითხოვთ, მაგრამ, არც შეურაცხყოფის უპასუხოდ დატოვებას ვაპირებთ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საზოგადოებას ჰქონდეს ყოველმხრივი და ობიექტური ინფორმაცია.

 

აქვე ერთი ფაქტობრივი უზუსტობაც, მე პირადად არ გამიგზავნია ელექტრონული ფოსტის საშუალებით პასუხი, არადა პირდაპირ ეთერში თქვა ჟურნალისტმა შემდეგი: “ზუსტად 43 წუთის წინ გამომიგზავნა რატი ბრეგაძემ პასუხი”.

 

შემდომში გადაცემის წამყვანი მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ “ციხეს მართავენ მაყურებლები და კრიმინალური ავტორიტეტები” და თანამშრომლებზე ამბობს, რომ “დაჩმორებაში” მუშაობა არავის უნდა.

 

ეს ყველაფერი ცდება განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი უწყების შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება. მსგავსი განცხადებების ავტორებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ სწორედ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ღირსეული თანამშრომლების დაუღალავი და 24 საათიანი შრომის შედეგად ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვით აღსრულდება სასჯელი ამ ქვეყანაში და თუ მადლობას არ გადაუხდიან ამ ხალხს მინიმუმ შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელონ.

 

სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის უშუალო მხარდაჭერით, არაერთი ღონისძიება გაატარა და მომავალშიც გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად.

 

ჩვენს ღირსეულ ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს კი მადლობა სამსახურისთვის.

 

P.s სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დიდი ხანია არ არსებობს და არც ტერმინი “ბადრაგი” გამოიყენება და კარგი იქნება თუ სამომავლოდ გაითვალისწინებენ.

 

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ უწყებიდან გაგზავნილი წერილი, რომელშიც ნათლად ჩანს გამგზავნიც და შინაარსიც“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner