logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება „ეფესბეს“ დააკისრა
- +

9 ოქტომბერი. 2022. 02:48

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას “ქერჩის სრუტეზე გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციასა და ყირიმის ნახევრკუნძულს შორის ელექტროქსელისა და კრასნოდარის ოლქი-ყირიმის გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ მათი ექსპლუატაციის დროს”.

 

დაცვის გაძლიერების ვალდებულებები კი რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს, ე.წ. ეფესბეს დააკისრა.

 

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.

 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მიხაილო პოდოლიაკის განაცხადებით, ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის კონფლიქტის გამოვლინებაა.

 

“ქერჩის ხიდთან დაკავშირებით - ეს კონკრეტული გამოვლინებაა კონფლიქტის, რომლის ერთ მხარეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და კერძო სამხედრო კომპანიაა, მეორე მხრივ კი თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner