გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, რომ ნატო-მ მეტი უნდა გააკეთოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
„ჩვენ არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ“, - აღნიშნა კრისტინ ლამბრეხტმა.
მისი თქმით, გერმანიამ მოისმინა ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარა ევროკავშირის სანქციების განხორციელების გამო და ეს მუქარა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.
„ფაქტია, რომ ჩვენ, ნატო-მ, მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მუქარა ლიეტუვის მიმართ, რომელიც ახორციელებდა ევროპულ სანქციებს კალინინგრადთან საზღვარზე. ეს პირველი მუქარა არ არის და ჩვენ ის სერიოზულად უნდა მივიღოთ და მზად ვიყოთ“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.